"შენს სხივებს ვენაცვალეო"
პირველი სიყვარული სულ ადრე სწვევია ვაჟას. არ ვიცით, ვინ იყო მისი ბალღური გულის რჩეული, მაგრამ მისივე მონათხრობით ვგებულობთ, რომ 10 წლის ბიჭს გული შეუფრთქიალდა თურმე სიყვარულის გრძნობამ და ეს ისეთი შალისა იყო, რომ ვერასოდეს დაივიწყა "ათი წლისა უკვე შეყვარებული გახლდით, მაგრამ რამდენადაც ძლიერი იყო ეს ჩემი სიყვარული, იმდენად გაუბედავი, დამალული, უსიტყვო, ოსეთი, რომ ვგონებ ვინც მიყვარდა, იმანაც არ იცოდა, მე კი თუ მუდამ დღე არ მენახა თვალით, მოვკვდებოდი რის გამოც, როცა დროს ვიხელთებდი, უნდა გავქცეულიყავი იქ, საცა ჩემი "სატრფო" მეგულებოდა, რომ თვალით დამენახა დავმტკბარიყავი მისი ცქერით. ჩემი სიყვარულისა მევე მრცხვენოდა, ეს სიყვარული დანაშაულად მიმაჩნდა და როგორ განუცხადებდი სატრფოს!... მალე იძულებული შევიქენი გავშორებოდი თელავს და ჩემს სატრფოს. როგორ გგონიათ, რომ კიდევ გაგრძელებულიყო ჩემი იქ ყოფნა, გამოვიდოდა რამ ჩემი სიყვარულიდან? არაფერი, რადგან
ქ. თბილისში რომ გადავედი, თელაველი სატრფოს სიყვარული სხვაზე მიმივარდა, მაგრამ ეს სიყვარულიც პირველს ჰგავდა. "შორით კვდომა, შორით დაგვა" იყო ჩემი ნუგეში და ვიდრე არ დავვაჟკაცდი და იმისა, ვინც მიყვარდა, ცოლად შერთვა არ განვიზრახე, ვერც სიყვარულის გამოცხადება გავბედე".
ვაჟა პირად ცხოვრებაში უიღბლო კაცი იყო. მთელი თავისი ცხოვრება ჭაპანწყვეტაში გაატარამ გუტანს ეკიდა, ხნავდა, თესავდა, მკიდა, მაინც ღარიბად ცხოვრობდა, პირველი სიყვარული მალე გარდაეცვალა...
1885 წლის შემოდგომაზე ქართლის სოფლის ოთარაშენის დიდმა ფეოდალმა ოთარ ამილახვარმა ვაჟა შინა მასწავლებლად მიიწვია თავისი შვილის გიორგის მასწავლებლად სწორად ამ ოჯახში გაიცნო ვაჟამ ამილახვრის უკანონო შვილი ეკატერინე, რომელიც დედის გვარს ნებიერიძეს ატარებდა. მას სინაურები კეკეს ეძახდნენ.
კეკე ადრე გაუთხოვებია დედას, მაგრამ სამწუხაროდ მალე დაქვრივებულა და ისევ ამილახვრისთვის მიუშურებია უშვილძიროდ დარჩენილ სრულიად ახალგაზრდა ქვრივს. ვაჟას მთელი არსებით შეუყვარდა ქეთო და მისი ცოლად შერთვა გადაწყვიტა. გარკვეული ყოყმანის შემდეგ "დიდმა კნეინამ" ნება დართო ვაჟას ქორწინებაზე და საყვარელი არსება ფშავისაკენ წამოიყვანა.
ეს ამბავი ვაჟამ აცნობა სოფელში მამას და სთხოვა ამა და ამ დროისათვის მცხეთაში ცხენებით დამხვდიო, პავლემაც ათამდე კაცი თავიანთი ცხენებით დანიშნულ დროს მცხეთაში გამოგზავნა. ვაჟას გორიდან ბაჩანა და თედოც გამოჰყოლოდნენ... იმ ღამეს მეორე დღესაც პავლეს ოჯახში დიდი მხიარულება იყო.
ვაჟამ და კეკემ მშვენიერი ოჯახი შექმნეს. ოჯახი ღარიბულად, მაგრამ ბედნიერად ცხოვრობდა. ოთხი შვილი შეეძინათ, უჭირდათ, მაგრამ კეკე ყოველმხრივ ცდილობდა შეემსუბუქებინა ტვირთი საყვარელი მეუღლისათვის. კეკე ყველამ შეიყვარა. ვაჟას ძმები ეთაყვანებოდნენ საყვარელ რძალს. "კეკე იმდენად პატარა ტანის იყო, რომ მაზლები ბავშვივით ხელში აიყვანდნენ და ისე ათამაშებდნენ", – იგონებდნენ მეზობლები.
ვაჟამ უცებ იცოდა გულის მოსვლა, აფეთქდებოდა ეს დევკაცი და თითქოს მთა აბობოქრდებოდა. ამ დროს კეკე სიმშვიდით აოცებდა ყველას, ყოველმხრივ ცდილობდა დაემშვიდებინა მეუღლე: კეკე ძალიან კარგი ხასიათის ყოფილა. როცა ლუკა გაჯავრდებოდა ის თურმე გაიქცეოდა და ყელზე შემოეხვეოდა და ვაჟაც უცებ მშვიდდებოდა თურმე.
იყო 1902 წლის ზამთარი... ვაჟა თავის დასთან მართასთან იყო წასული ყვარელში, კეკე კი მოულოდნელად გარდაიცვალა და რაკი თედომ იფიქრა ვაჟა მაინც ვერ ჩამოვა დროზეო, მესამე დღეს საყვარელი რძალი მიწას მიაბარა... ლუკასთან კაცი გაუგზავნიათ ყვარელს, მომხდარი უბედურების შესატყობინებლად. ლუკა სანადიროდ ყოფილა წასული ყვარლის მთებში, ირემი მოეკლა და მოათრევდა თურმე ტყიდან. ამ დროს მასთან ამბის მიმტანი მისულა. დაბარებული გადაუცია. ლუკა ხის მორზე ჩამომჯდარა, ძალიან დაღონებულა... თურმე ერთსა და იმავე ლექს იმეორებდა:

ე მაში ბაწარა დავდე,
ა, ის ბაწარა რა იქნა,
მოიპარავდა სიკვდილი
მაინც ქურდია მაინცა
ა, ის ბაწარა რა იქნა,
მოიპარავდა სიკვდილი
მაინც ქურდია მაინცა
ლუკას მიუტოვებია ნანადირები და მართასთან დაბრუნებულა. მისვლისთანავე ცხენი უკითხავს, ცხენი რად გინდა უკითხავს მართას. იმიტომაო, რომ ცოლ–შვილი გამწყვეტია და ამაღამ უნდა წავიდეო... მართას ტირილი დაუწყია და უთქვამს, ამაღამ წასვლით საქმეს აღარა ეშველება რა, შევემზადოთ ხვალ მეც მოვდივარ და ერთად წავიდეთო. ვაჟა დასთანხმებია. მოგროვილან მეგობრები ტირილითა და თანგრძნობის გამოცხადებით, ვაჟა ტახტზე წამოწოლილა, გამშრალა, თვალიდან ცრემლი არ ჩამოვარდნია. მართას მეზობლებისთვის უთხოვია არ წასულიყვნენ და როგორმე გაერთოთ ვაჟა, თვითონ კი ვახშმის სამზადის შედგომია, ყველა ცდილობდა რაღაც სანუგეშო ეთქვათ მისთვის.ვახშამი დამზადდა, სუფრა გაიშალა. ვაჟა საჭმელს არ დაჰკარებია სასმელს კი სვამდა.
მეზობლები თითოობით გადიან.
ბოლოს მარტო ჩვენღა ვრჩებით. მეტე ისევ ღვინოს უმარჯვებს, ეს უარს არ ამბობს, მაგრამ სასმელი მას არ ეკიდება, არავითარ გავლენას არ ახდენს, ვაჟა ისევ ფხიზელია, გამტკნარებულია... დედაჩემი ანუგეშებს, თან არიგებს, როგორ მოიქცეს.
- ეჰ, დაო, შენ რომ ახლოს მყავდე, მე რაღა მიშავს, ჩემს შვილებს ობლობა არ შეეტყობოდა, მაგრამ ეხლა რა ვქნა, ადამიანი არ არის სახლში, რომ პური გამოაცხოს, ბავშვებს გაურეცხოს, დაუკეროს, დააძინოს...ადვილია...ხომ იცი, ოჯახისა არა მესმის რა და არც შემიძლიან გავაკეთო ის, რაც ქალის საქმეა. ნიკო რომ იყოს ახლოს, მაშინ კიდევ არა ჭირდა რა, ჩემი რძალი მიჰხედავდა ბალღებს. ეხლა იმათაც თავის დარდი აწუხებს. ხომ იცი ნიკოს როგორ გაგიჟებით უყვარდა ის ბავშვი. მე კიდევაც მეშინიან, თავს არა აუტეხოს რა. მეტის მეტი საცოდავი კაცია და თავს იმ ბავშვს გადააყოლებს.
იმ ღამეს არც იმას და არც ჩვენ არ გვძინებია. დედაჩემი სამზადისში იყო. არც ადვილი იყო ამ ცივ ზამთარში მგზავრობა. ყვარელიდან ჩარგლამდე სულ უკანასკნელი 3-4 დღე უნდოდა. ვინ იცის კიდევ რა ამინდი დადგებოდა.
გათენდა, მეტემ ცხენები შეკაზმა. ხურჯინები გადაჰკიდა და ელის ვაჟას გამოსვლას. ის თავჩაღუნულია. ვერა ჰხედავს გარშემო რა ხდება... ხანდახან ხელს ჩაიქნევს და ისევ ერთ წერტილს მიაჩერდება: დედაჩემიც მზადაა, მეზობლებიც მოგროვდნენ, გარეთ ჩუმად ლაპარაკობენ. მწყემსებმა საქონელი გამოუშვეს და მიერეკებიან: დედაჩემისათვის გამზადებული ცხენი რომ ხედავს დანარჩენი ცხენების საძოვარზე გარეკვას - ჭიხვინებს. ამ ჭიხვინზე ვაჟა ერკვევა და ხედავს, რომ ყველაფერი მზადაა"...
ვაჟას ქალიშვილი გულქანი იგონებდა: - გამიგონია, მამას დედაჩემის სიკვდილზე დაუწერია ლექსი "იას უთხარით ტურფასა":
იას უთხარით ტურფასა
მოვა და შეგჭამს ჭიაო,
მაგრე მოხდენით, ლამაზო,
თავი რომ აგიღიაო!
შენ თუ გგონია სიცოცხლე -
სამოთხის კარი ღიაო,
ნუ მოხვალ, მიწას ეფარე,
მოსვლაში არა ყრიაო.
ნუ ნახავს მზესა, ინანებს
განა სულ მუდამ მზეაო!
მიწავ, შენ გებარებოდეს
ეს ჩემი ტურფა იაო,
შენ უპატრონე, უმშობლე,
როგორაც შენი ზნეაო.
ასე დაიტირა თავისი სიყვარული ვაჟამ...~
გაუძნელდა ოჯახს უქალობა. მოაკლდათ ბავშვებს დედის მზრუნველი ხელი. აუტანელი გახდა ცხოვრება.
დაღონებული დადიოდა თურმე მთის არწივი, გულში იხვევდა დარდს, მაგრამ დრო მკურნალიაო და ისიც შეეგუა უბედურებას..
1904 წელს ვაჟამ ცოლად შეირთო თამარ დიდებაშვილი. სულ მალე თამარი "ვაჟას ერთგული მეგობარი გახდა ჭირში და ლხინში მუდამ გვერდზე ედგა ქმარს. ვაჟაც დიდი პატივისმცემელი იყო თავისი ცოლისა".
მათი შეუღლება, როგორც თამარი იგონებდა, შემდეგნაირად მომხდარა: "სოფელ თვალივში მცხოვრებ მჭედელ შარმაზანს ესწავლებინა ვაჟასთვის ჩემი თავი:
- ვაჟა ერთი ქალი გასწავლოთ, ის თუ გამოგყვება, იმაზე კარგ ქალს შენ ვერ იშოვნიო...
1904 წელს , შაბათ საღამოს ბესო შანიძეს, ვაჟას და ვაჟას ძმას - ბაჩანას, გაუმზადებიათ ცხენები. მღვდელ კავკასიძისთვის უთხოვიათ გაყოლა და მომზადებულნი, საგზლით ცხენზე შემსხდარნი, მოადგნენ მამაჩემს ჩემს სათხოვნელად.
მოულოდნელად მოსულ სტუმრებს წარბშეკრული შეხვდა მამაჩემი, მიმხვდარა კი, რომ სტუმრები საჭირო საქმისათვის იყვნენ მოსულები, მაგრამ მაინც ცივად უკითხავს საით გაემგზავრებითო.
ვაჟა წინ, მამაჩემისაკენ წამოწეულა და პირდაპირ მოურიდებლად უთქვამს: - არც თქმის მეშინია და არც მრცხვენია: შენი ქალი თამარი უნდა წავიყვანოთო".
ცოტა შორს დაუჭერია გიორგის, მაგრამ მესამედ მოსულ ვაჟას თავისი გაუტანია და თამარის შერთვაზე დაუთანხმებია სასიმამრო.
თამარს მანამდეც გაგონილი ჰქონია ვაჟას სახელი. მისი "ბახტრიონიც" წაკითხული ჰქონია და დიდი პოეზიის მადლსაც ნაზიარევი ყოფილა. თვითონ ასე იგონებს ვაჟას პოეზიასთან პირველ შეხვედრას: "ჩვენ სოფელში განათლებული ქალი ცხოვრობდა. ბევრი საინტერესო წიგნი ჰქონდა. ერთხელ ჩვენთან მოვიდა. იღლიის ქვეშ წიგნი დავუნახე, ეს რა არის - მეთქი, ვკითხე ვაჟა ფშაველას. "ბახტრიონიაო"-მიპასუხა. -მათხოვეთ ერთი დღით მაინც! შევეხვეწე მე. სწორედ იმ დღეს დედაჩემმა მთაში გამაგზავნა კარაქის ჩამოსატანად. თან წავიღე "ბახტრიონი".
გავცილდით თუ არა სოფელს, იქვე ხის ძირში დავჯექი და თან ბოლომდე გადავიკითხე. დიდხანს დავცქეროდი წიგნის პირველ გვერდზე ვაჟას სურათს - ნეტავი, ეს კაცი სადმე მანახა-მეთქი, გავიფიქრე ჩემთვის". აუხდა ნატვრა თამარს. ეს კაცი არა მხოლოდ შეახვედრა, თავისი ბედის ზიარადაც აქცია.
უცებ აუღო ალღო თამარმა ვაჟას ხასიათსა და მის ოჯახს, მის ობლებს მზრუნველად ექცა, ხოლო გენიოს მეუღლეს - სულის მოზიარედ და მესალბუნედ.
არცთუ იშვიათად ვაჟა წინ დაიჯენდა ხოლმე მეუღლეს, ფანდურს დააკვრევინებდა და ასე წერდა თავის პოეტურ მარგალიტებს.